თქვენი ბაზრის ცოდნა (მთავარი)
იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესის პოტენციალი სრულად გაიგოთ და გახადოთ ის წარმატებული, უნდა იცოდეთ მისი პოზიცია ბაზარზე და კარგად გესმოდეთ ბაზრის მოლოდინები.
ბაზრის კვლევა და კონკურენტის ანალიზი
როდესაც იღებთ ბიზნესის დაწყების გადაწყეტილებას - მნიშვნელოვანია დაეყრდნოთ ბაზრის კვლევის შედეგებს. სანამ გადაწყვეტთ თქვენი ფულის ჩადებას და ბიზნესის დაწყებას, უნდა კარგად გესმოდეთ თქვენი პროდუქტები და მომსახურება, არის თუ არა მათთვის ბაზარი და, პირველ რიგში, რამდენად სიცოცხლისუნარიანია თქვენი იდეები. ფართო ბაზრის კვლევა დაგეხმარებათ განსაზღვროთ საწყისი კაპიტალი, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობოსთვის.
ბაზრის კვლევა ასევე ძალიან სასარგებლოა თქვენი მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვისას. თქვენი სტრატეგიების დაგეგმვა თქვენი მომხმარებლების, კონკურენტების, ბაზრისა და ინდუსტრიის შესახებ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, კონკურენტულ უპირატესობას მოგცემთ. თქვენ შეძლებთ თქვენი მარკეტინგის ბიუჯეტის ოპტიმიზაციას მიაღწიოთ და ჩადებული ინვესტიციაზე საუკეთესო მოგება უზრუნველყოთ.
დიდ ზოგი ბაზარი უფრო დიდია ვიდრე სხვა. დიდ ბაზარზე - მეტი კონკურენტია. მცირე ზომის საწარმოსთვის დიდ ბიზნესებთან ანდა მრავალ სხვა ბიზნესთან კონკურენცია უფრო ძნელია. თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის საჭიროა ბაზარზე ოფრტიმალური კონკრეტული ნიშის პოვნა. არსებულ ბაზარზე სრულიად ახალი ან უფრო ვიწროდ სპეციფიური პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებით შეძლებთ თქვენი სამიზნე მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამგვარად, მომხმარებელზე უკეთესად მორგებული შეთავაზებით თქვენ შეგეძლებათ უპირატესობა მოიპოვოთ თქვეზე დიდი ბიზნესების უფრო ზოგად და ნაკლებად “დამიზნებულ” შეთავაზებებთან შედარებით.
შეადარეთ თქვენი პროდუქტი კონკურენტების პროდუქტებს. შეადარეთ ბაზრის სხვადასხვა სეგმენტი და დარწმუნდით, რომ თქვენი პროდუქტი უკეთესია ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებზე ფასით, ხარისხით, გამძლეობით და ა.შ.
ბაზარზე პოზიციონირება
ბაზარზე თქვენი პოზიციის გააზრებული ცოდნა წარმატებული ბიზნესის წარმართვის მნიშვნელოვანი ასპექტია. თქვენი ბიზზნესისთვის ბაზარზე არსებული საფრთხეების და შესაძლებლობების კარგი ცოდნა საშუალებას გაძლევთ დაიცვას თქვენი ბიზნესი და თქვენი ბიზნესის ზრდის სტრატეგია სწორი მიმართულებით დასახოთ და წარმართოთ.
SWOT ანალიზი არის დაგეგმვის სტრუქტურირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ბიზნესისთვის ძლიერი მხარეების, სისუსტეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შესაფასებლად. ეს ანალიზი დაგეხმარებათ იმ მიკროეკონომიკური გარემოს გაანალიზებაში, რომელიც მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც, გარკვეულწილად, შეგიძლიათ აკონტროლოთ. SWOT– ის გამოყენებისას თქვენ განასხვავებთ შიდა და გარე ფაქტორებს - თქვენი ბიზნესის და თქვენი კონკურენტების ძლიერ და სუსტ წერტილებს, და ბაზრის თქვე სეგმენტში არსებულ შესაძლებლობებსა და რისკებს. თქვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი ბიზნესის ამჟამინდელი პოზიცია და ასევე დასახოთ ახალი მიზნები და სტრატეგიები და მათი მიღწევის თუ განხორციელების სამოქმედო გეგმები.
უფრო ფართო საექსპორტო ბაზარზე მიღწევა
თუ თქვენი შიდა ბაზარი გაჯერებულია და ეს თქვენ ზრდას აჩერებს, თქვენ უნდა შეეცადოთ მოიძიოთ ახალი მომხმარებლები და გახხვიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. საზღვარგარეთ თქვენი ბიზნესის გაფართოება უფრო მოგიტანთ მეტ გაყიდვებსა და შემოსავალს, ახალ მომხმარებლებს, ზრდის უფრო მეტ შესაძლებლობებსა და ბრენდის ფართო აღიარებას, რაც არანაირად არ შეაფერხებს თქვენი ბიზნესის ზრდას შიდა ბაზარზე.
გაითვალისწინეთ, რომ უცხოურ ბაზრებზე შესვლა ამ ბაზრებზე მდგომარეობის ღრმა ცოდნას მოითხოვს. თქვენ უნდა იცოდეთ ვინ არია თქვენი ძირითადი კონკურენტები, რა არის თქვენი მოსალოდნელი შემოსავალი, თქვენი პროდუქტის ან მომსახურების დისტრიბუციის რა ვარიანტები და სხვა. ასევე აუცილებელია უცხო ენის და სამართლებრივი მოთხოვნების და მნიშვნელოვანი კულტურული თავისებურებებეის ცოდნა. ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე უცხოურ ბაზრებზე გასვლა შეიძლება წარუმატებლობით დამთავრდეს.
საექსპორტო ბაზარზე გასვლის დაგეგმვისას, აუცილებლად გაეცანით ექსპორტის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებს (იხილე ბმული).
ასევე, მოიძიეთ ინფორმაცია საგადასაადო რეჟიმზე და შეღავათებზე, რომელიც შესაძლოა თქვენ საექსპორტო ბაზრებზე გქონდეთ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ან ოორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესაებ ხელშეკრულებების მიედვით გქონდეთ.
უცხოურ ბაზარზე შესვლის ბარიერები
ახალ ბაზარზე შესვლისას შეიძლება შეგხვდეთ მთელი რიგი ბარიერები ბაზარზე შესაღწევად (ამგვარი ბარიერები ბევრ ქვეყანაში არსებობს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის უპირატესობის მისაცემად). ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს კაპიტალის მოთხოვნები, ან მთავრობების დაწესებული სვადასვა მოთხოვნები და შემზღუდვები. იმისთვის, რომ საექსპორტო ბაზარზე შეხვიდეთ და წარმმატებით იმუშაოთ - უნდა იცოდეთ თუ არსებობს ასეთი ბარიერები, და კონკრეტულად რა მოთოვნები უნდა დააკმაყოფილოთ.
მომხმარებლისა და მიმწოდებლის სტრატეგიები
თქვენი მომწოდებლები, მომხმარებლები, ბაზარი და პროდუქტის ტიპი გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე. არსებობს მომხმარებლებისა და მიმწოდებლების სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ ამ ფაქტორების კონტროლისთვის, მაგრამ არსებობს ამგვარი კონტროლის მიღწევის ზღვარი.
თქვენი ბიზნეს სტრატეგიის შეცვლის საილუსტრაციო მაგალითი
ადგილობრივ რესტორანს სურდა გაეანალიზებინა ბიზნეს საქმიანობა და გამოეძებნა გაუმჯობესების სფეროები. მათ მიმოიხილეს რესტორნის ოპერირების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები - მათ შორის:
მომწოდებლები - ადგილობრივი მომწოდებლებისგან საჭირო ინგრედიენტების მიღება.
ყოველდღიური ოპერაციები - ინგრედიენტების მომზადება, საკვების მომზადება.
ადამიანური რესურსი (HR) - კვალიფიციური, კვების ინდუსტრიაში მუშაობით რეალურად დაინტერესებული მუშახელის დაქირავება.
მარკეტინგი - რესტორნის რეკლამა სოციალურ ქსელებში და გაზეთებში.
ტექნოლოგია - თანამედროვე დანადგარები, ციფრული ოპერაციები (მაგალითად,შეკვეთების ონლაინ მიღება).
ისინი მიხვდნენ, რომ ვერ გაუწევდნენ კონკურენციას რესტორნების უფრო დიდ ქსელებს - კერძოდ, მასშტაბებში და რეკლამაში და ამიტომ სჭირდებათ დიფერენცირება (კონკურენტებისგან მათი რესტორნის განსვავებულობის მომგებიანად წარმოჩენა):
სოციალური მედიის მომხმარებლებთან ურთიერთობის შედეგად მათ გაარკვიეს, რომ მათი ბურგერები ძალიან პოპულარული იყო. მათ გადაწყვიტეს მეტი ფული ჩადონ ბურგერების უმაღლესი კლასის აღჭურვილობაში და აიყვანეს კრეატიული თანამშრომლები, რათა ახალი იდეები მოეტანათ ბურგერების სხვადასხვა კომბინაციებისთვის. მათი განახლებული მენიუ წარმატებული აღმოჩნდა.
მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ მომწოდებლებთან ურთიერთობა უნდა გაეუმჯობესებინათ, რომ მუდმივად ხარისხიანი ინგრედიენტები მიეღოთ პროდუქციის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. რადგან მარკეტიგისთვის დიდი ბიუჯეტი არ ჰქონდათ - პროდუქციის ხარისი უნდა ყოფილიყო ყველაზე ძლიერი რეკლამა.
მათ საკვების მომზადების პროცესი უფრო ორგანიზებული და ეფექტური გახადეს, რითაც დაზოგეს დრო და ფული.
ა) მომხმარებლის სტრატეგია
დღესდღეობით, ყველა ინდუსტრიაში და ყველა ბაზარზე, მომხმარებლებს უფრო მეტი ცოდნა, მოლოდინი და ძალა აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. შესაბამისად, მომხმარებლებთან მუშაობა, რომლებიც თითოეული ბიზნესის შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ, ბიზნესისთვის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად იქცა ბიზნესის წარმატებისთვის. წარმატებული ბიზნესი ქმნის მომხმარებელზე ტოტალური ყურადღების გარემოს, რაც ბიზნესის ორგანიზაციულ სტრუქტურაში, პროცესებში, ტექნოლოგიასა და კულტურაში მკვეთრად გამოხატულია.
თქვენი სამიზნე აუდიტორიის შერჩევა:
მომხმარებლის ყველა სტრატეგია უნდა დაიწყოს თქვენი სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრით ბაზრის შესწავლის დროს. თუ გსურთ თქვენი ბიზნესის წარმატება, უნდა გესმოდეთ რა სჭირდებათ თქვენს მომხმარებლებს და რატომ, და ამ ცოდნის საძირკველზე, ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამართოთ თქვენი ბიზნესი
ნდობის დამყარება და შენარჩუნების დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სადაც მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ იმას თუ რა გავლეა აქვს ბიზნესს საზოგადოების კეთილდღეოობაზე და გარემოზე - განსაკუთრებით საყურადღებო სააქმეა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებლები უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთი პირადი მონაცემების დაცვაზე.
დღესდღეობით მომხმარებელს სჭირდება შესასყიდი არხების ფართო არჩევანი. ბიზნესთან (მომწოდებელთან) ინტერაქციაში მომხმარებლების მოთხოვნა და მოლოდინია ჰქონდეთ მოწყობილობების ან არხების შეცვლის შესაძლებლობა. ამიტომ, თქვენი ამოცანაა თქვენი ბიზნესი გახადოთ ციფრული - ანუ, შექმნათ შეთავაზები და გაყიდვის სხვადასვხა ონლაინ არხი, მათ შორის ვებ-გვერდები და სოციალური მედიის არხები.
ბ) მიმწოდებლის სტრატეგია
თითქმის ყველა ბიზნესს საქმე აქვს იმ მასალების მომწოდებლებთან, როელიც საჭიროა პროდუქციის წარმოების ან მომსახურების მიწოდებისთვის. აუცილებელია კარგი ურთიერთობა ბიზნესსა და მომწოდებლებს შორის, რადგან ბიზნესი ვერ გადარჩება ამ მასალების გარეშე.
ბიზნესის სწორი მიმწოდებლის არჩევა
ყველა ბიზნესს აქვს საკუთარი საჭიროებები და სტანდარტები, რომლებიც მომწოდებლებმა უნდა სრულდ დააკმაყოფილონ. თქვენი ბიზნესისთვის მომწოდებლების არჩევისას, ათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოლოდინები და მოწოდებულ პროდუქტებთან ან მომსახურებასთან, და ასევე მოწოდების პროცესთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაცია, იმაზე თუ როგორ უნდა იპოვოთ და შეარჩიოთ მიმწოდებელი, იხილეთ ბმულზე.
მომარაგების ჯაჭვის გამძლეობა
რთულმა გარემომ შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი ბიზნესის ფუნქციებს, მათ შორის, თქვენი მომარაგების ჯაჭვების გამართულ ფუნქციონირებას. ასეთ დროს, თქვენ და თქვენს მომწოდებლებს ერთმანეთისგან დაგჭირდებათ მეტი ნდობა და გარატიები. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ მომწოდებებისაგან უწყვეტად მიიღებთ თქვენს მარაგს, რათა შეინარჩუნოთ თქვენი ბიზნესი, თქვენი მომწოდებლები კი უნდა იყვნენ გარწმუებული, რომ ისინი არ დაკარგავენ თქვენ, როგორც მომხმარებელს და მათ კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ.
მომარაგების ჯაჭვები და ინოვაციები
იმგვარი სრულად ინტეგრირებული მომარაგების ჯაჭვების ქონა, რომელსაც შეუძლია პროდუქციის ბაზარზე გატანა ისე, რომ გაუმჯობესდეს მომხმარებლის გამოცდილება და განავითარდეს ბიზნესი - ინოვაციასა და ახალ ხედვას მოითხოვს. მთლიანობაში, თქვენი მიზანია სწორ მომხმარებელს შეთავაზოთ და მიაწოდოთ სწორი პროდუქტი სწორ დროს და შესაფერის ფასად.
მიწოდების ჯაჭვის ინოვაციის მნიშვნელოვანი ასპექტი არის ბიზნესის ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ისეთნაირად, რომ ტექნოლოგია და ადამიანის მუშაობა ერთმანეთს უზადოდ მოარგოთ თქვენს მთელ საწარმოო ციკლში. თქვენი ბიზნესის მომარაგების ჯაჭვის ყოველდღიურ ფუქიონირებაში შეგიძლიათ მრავალი სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილების დანერგვა და განხორციელება, ისეთნაირად, რომ თქვენი ბიზნესის პროცესების ოპტიმიზაცია მოადინოთ და მათი ეფექტურობა აამაღლოთ. ამგვარი სიალეების დანერგვა ხელს შეუწყობს თქვენი მიწოდების ჯაჭვის პროცესების ოპტიმიზაციას და საშუალებას მოგცემთ მოერგოთ ბაზრის ცვლილებებს, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგცემთ უფრო ეფექტურად დააკმაყოფილოთ მომხმარებლების მოთოვნები.
თანამშრომლები, როგორც თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა
წარმატებული ბიზნეს სტრატეგიები, ახალი ტექნოლოგიები და პროცესები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია აირჩიოს გარკვეული ტექნოლოგიის შეძენა, მაგრამ ყველა ბიზნესს არ შეუძლია საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვა. გამოცდილი თანამშრომლები თქვენი ფასდაუდებელი აქტივია რადგან ისინი თქვენს ბიზნესს ძლიერ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებენ.
დღესდღეობით სამუშაო ადგილი და სამუშაო ძალა სწრაფად იცვლება. თანამშრომლები სულ უფრო ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, გლობალური და მრავალფეროვანი ძალაა. ასევე შეიცვალა მათი შეხედულება მუშაობის როლის შესახებ მათ ცხოვრებაში. დღეს ბიზნესი ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე, რადგან მათ იციან, რომ თანამშრომლები მათი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია და რომ ბედნიერი თანამშრომელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილების შექმნაზე.
საუკეთესო კომპანიები აცნობიერებენ, რომ თანამშრომლები ფაქტობრივად საკუთარი შიდა სისტემების, ტექნოლოგიისა და პროცესების მომხმარებლები არიან და შესაბამისად აქვთ გარკვეული მოლოდინები. ამდენად შესაბამის შიდა ინსტრუმენტებში ინვესტიციის ჩადება აუცილებელია ეფექტური თანამშრომლების შტატის შეძენისა და შენარჩუნებისთვის. იმისთვის რომ მოიზიიდოთ და შეინარჩუნოთ ნიჭერი თანამშრომლები, თქვენს ბიზნესს უნდა საკმარისად კარგად ესმოდეს თქვენი თანამშრომლების საჭიროებები და სურვილები და აკმაყოფილებდეს მათ.
დამატებითი ინფორმაცია სამუშაო ძალის დაგეგმვის, ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.